,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2025-2026''-ის გამარჯვებული კომაროვის სკოლაა!
- 17 დეკემბერი, 2025
ფინალურ ტურში ერთმანეთს 199-ე და 172-ე სკოლები დაუპირისპირდნენ.
კომაროვის სკოლის გუდმა გადამწყვეტ მატჩში დამაჯერებელი
გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა ანგარიშთ 2-0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მასშტაბით ,,თბილისის მინი ფეხბურთის
სასკოლო ლიგა 2025-2026"- ში 50-მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში, კომაროველი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო კაპიტანი-გიორგი კილაძე;
საუკეთესო ასისტი-ალექსანდრე ქელდიაშვილი;
საუკეთესო ფეხბურთელი-ნიკოლოზ მექვაბიშვილი.
ნომინაციაში საუკეთესო მწვრთვნელი დაჯილდოვდა კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული და ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელი დავით კეფაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო ლიგა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით გაიმართა.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის, სკოლის სპორტის მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის და მიღწეული შედეგისათვის, ასევე პროექტის იდეის ავტორებსა და სასკოლო ლიგის ორგანიზატორებს.
გამარჯვებულებს კი ულოცავს ამ საერთო წარმატებას!
